KA
EN
RU
557984111
telavihistoricalmuseum@gmail.com
ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
მთავარი
ვიზიტი
სამუშაო საათები
ბილეთების ფასი
დაგეგმე ვიზიტი
ხელმისაწვდომობა
მუზეუმის მეგობრები
გამოფენები
მიმდინარე
სამომავლო
საერთაშორისო
ჩატარებული
ღონისძიებები
მიმდინარე
სამომავლო
ჩატარებული
განათლება
ჩვენი პროგრამები
პროგრამების კალენდარი
საუბრები მუზეუმში
კვლევა
სამეცნიერო პროექტები
სურათების მოთხოვნა
კოლექციები
მთავარი
ვიზიტი
სამუშაო საათები
ბილეთების ფასი
დაგეგმე ვიზიტი
ხელმისაწვდომობა
მუზეუმის მეგობრები
გამოფენები
მიმდინარე
სამომავლო
საერთაშორისო
ჩატარებული
ღონისძიებები
მიმდინარე
სამომავლო
ჩატარებული
განათლება
ჩვენი პროგრამები
პროგრამების კალენდარი
საუბრები მუზეუმში
კვლევა
სამეცნიერო პროექტები
სურათების მოთხოვნა
კოლექციები
ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
,კახთა მეფის სასახლე
,,ბატონის ციხე"
,,ბ ა ტ ო ნ ი ს ც ი ხ ი ს" ე კ ლ ე ს ი ე ბ ი.
ს.ს.ი.პ. თელავის ისტორიული მუზეუმი
ეს შენი ქვეყნის საგანძურია
ვრცლად
გვეწვიეთ
ღონისძიებები
ყველა ღონისძიება
ჩვენი გალერეა
ყველა
მეფის სასახლე - მემორიალი.
არქეოლოგიურ - ეთნოგრაფიული საგამოფენო სივრცე
ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეა
არქეოლოგიურ - ეთნოგრაფიული საგამოფენო სივრცე
არქეოლოგიურ - ეთნოგრაფიული საგამოფენო სივრცე
სამხატვრო გალერეის დაარსებას ქალაქ თელავში,საფუძველი ჩაუყარა ქეთევან მერაბის ასულმა იაშვილმა,რომელმაც წლების მანძილზე შეგროვილი მხატვრული სურათების და ანტიკვარული ნივთების კოლექცია, სულ 200 -მდე ექსპონატი საჩუქრად გადასცა ქალაქ თელავის ისტორიულ მუზეუმს. 1977 წლის 23 აპრილს ,ქალბატონი ქეთევანის 94 წლის თავზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სამხატვრო გალერეია. სამხატვრო გალერეის ექსპოზიციაში წარმოდგენილია XIX-XX ს.ს. ქართული რეალისტური ფერწერა, შესანიშნავი ქართველი მხატვრების პეიზაჟები და პორტრეტები: გ.გაბაშვილი, ლ.გუდიაშვილი, ე.ახვლედიანი, გ.ჯაში, ნ. იანქოშვილი, მ.თოიძე, ქ.მაღალაშვილი, ჯ.ხუციშვილი, გ.თორაძე, ს.ასლანიშვილი, ვ.დავითაშვილი და სხვა. XIX-XX საუკუნის რუსული სკოლის წარმომადგენლების ნამუშევრები: ა. და ვ. მაკოვსკები, მ.კლოდტი, ი.კლევერი, ი.კრამსკოი, ა.რიაბუშკინი, ნ.სვერჩკოვი, ნ. ბუნინი, ი. აივაზოვსკი, ფ.რუბო, ნ.იაროშენკო, გ.ბაშინჯაღიანი და სხვა მხატვრების შესანიშნავი ორიგინალი ტილოები. XVII-XVIII-XIX ს.ს.ს. დასავლეთ ევროპული მხატვრების ნამუშევრები: ა.კეიპი , ო.დიურანი , პ.ვალმონი , დ.ჰემანდერი , კერმანი, ო.დელუკი , და აგრეთვე უცნობი მხატვრების მიერ შესრულებული პეიზაჟები, პორტრეტები, და ჟანრული ხასიათის ფერწერული ტილოები. თელავის ისტორიული მუზეუმის ახალ სივრცეში გამოფენილი ფერწერული ტილოები ,მხოლოდ მცირედი ნაწილია იმ მრავალრიცხოვანი და ფასეული კოლექციისა ,რომელიც ქეთევან იაშვილმა საჩუქრად გადასცა მუზეუმს. დღეს ქ. იაშვილის იაშვილის სამხატვრო გალერეა ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი კულტურული კერაა ქალაქ თელავში.
ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეა
,კახთა მეფის სასახლე" კახთა მეფის სასახლე აგებულია XVII საუკუნეში არჩილის მეფობის წლებში და ოდნავ გადაკეთებულია ერეკლე II–ის მეფობის პერიოდში. ძეგლმა ჩვენამდე პირველადი სახით ვერ მოაღწია – ისტორიულ ვითარებათა გამო, სამი საუკუნის მანძილზე მისმა იერმა საგრძნობი ცვლილებები განიცადა და არაერთხელ იქნა გადაკეთებული. ძველი ანაზომების მიხედვით, აგურით ნაშენი სასახლე ორნაწილიანი ყოფილა. იგი შედგებოდა წაგრძელებული ფორმის სწორკუთხა, დიდი სატახტო დარბაზისაგან, რომელსაც სამი მხრიდან ერთიანი დერეფანი შემოუყვებოდა. დერეფნის კუთხეებში განთავსებული იყო მცირე ზომის 6 კვადრატული ოთახი (ამჟამად მათგან შემორჩენილია ხუთი ოთახი). ერთ–ერთ მათგანში დაიბადა და გარდაიცვალა ერეკლე II. სასახლის აღდგენითი სამუშაოების (1979–83წწ.) შედეგად, ნაგებობას მოსცილდა ყველა ზედმეტი მინაშენი, აღდგა ძირითადი სართული, დარბაზი, კუთხის 5 ოთახი შეისრული კამარით და სარკმლებით, ნიშებით, ბუხრით და დარბაზის გარშემოსავლელი ორსართულიანი დერეფანი, აღდგენილ იქნა აგრეთვე ოთხივე ფასადის აგურის წყობა, ბანზე ასასვლელი კიბის უჯრედი, დაკონსერვდა ზედა სართულზე არსებული ნაშთები
მეფის სასახლე - მემორიალი.