ინსტრუქცია თელავის ისტორიულ მუზეუმში დაცულექსპონატთაფოტო-ასლების გამოყენებისადა მუზეუმისტერიტორიაზეფოტო-კინო-ვიდეოგადაღებისნებართვისშესახებ
თელავის ისტორიული მუზეუმი გთავაზობთ მუზეუმის საცავებსა და საგამოფენო დარბაზებში არსებული მასალების და მუზეუმის ტერიტორიაზე ფოტო-კინო-ვიდეო გადაღებას.
მუზეუმთან შეთანხმების საფუძველზე და დადგენილი ტარიფით ანგარიშსწორების შემდგომ საშუალება გეძლევათ მიიღოთ ოფიციალური ნებართვა ექსპონატთა ფოტოების განთავსების თაობაზე: წიგნებში, კატალოგებში, ბროშურებში, ეტიკეტებში, აფიშებში, ინტერიერში, კალენდრებზე, ღია ბარათებზე, დისკების გარეყდებზე, ვებ-გვერდეზე და ა.შ.
ექსპონატთა ფოტოებით სარგებლობის ნებართვისათვის ან მუზეუმის ტერიტორიაზე გადაღების უფლების მისაღებად, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
განცხადება თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის გურამ ურჩუხიშვილის სახელზე
ხელმოწერილი განცხადება შედგენილ უნდა იქნეს განმცხადებელი ორგანიზაციის ბლანკზე, ან ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული
კერძო პირის განცხადება თანდართული პირადობის მოწმობის ასლით, საცხოვრებელი ადგილისა და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით
განცხადებაში მიეთითოს ექსპონატის ფოტოს გამოყენების მიზანი. ბეჭდვით საშუალებებში ფოტოს გამოყენების შემთხვევაში გამოცემის ტირაჟი
მუზეუმის ტერიტორიაზე ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების ნებართვისათვის მიეთითოს გადაღების თარიღი და დრო
განცხადება მოგვაწოდეთ თელავის ისტორიული მუზეუმის კანცელარიაში, მისამართზე ქ. თელავი, ერეკლე II -ის გამზირი N 3; ტელ. 557 984 111