პროგრამა "იმოგზაურე წარსულში" მოიცავს ორ ეტაპს:
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა იცვლება მისი სპეციფიკიდან გამომდინარე. უმეტეს შემთხვევაში, მონაწილე ბავშვების მინიმალური რაოდენობა არის 6, მაქსიმალური 12.
I ეტაპი :
ხანგრძლივობა 20 წუთი
ბავშვები ათვარიელებენ დარბაზს კურატორთან ერთად.
კურატორი მისალმებისა და გაცნობის შემდეგ ჯგუფს მოუთხრობს თუ სად იმოფებიან,რას ნახავენ და გააკეთებენ. დარბაზის დათვალიერების პროცესში კურატორი საუბრობს ბავშვებისათვის გასაგები ენით ,მოუთხრობს კახეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიურ მასალებზე,თუ რა საყოფაცხოვრებო ნივთებს იყენებდენ წარსულში: დოქებს როგორც წყლისათვის, ასევე ღვინისათვის; ქილებს მაწვნისთვის, ჯამებს და ფიალებს ღვინის და წყლის დასალევად. კურატორი შეკითხვებით ააქტიურებს ბავშვებს ,უნახავთ თუ არა ეს ნივთები დღევანდელ ცხოვრებაში, ყურადღებას უმახვილებს მოჭიქულ და მოხატულ ჭურჭელზე.
II ეტაპი:
აქტივობის ახწერა:
აღნიშნულ პროგრამაში შესაძლებელია 2 აქტივობა .
ხანგრძლივობა 30-40 წუთი.
I აქტივობა:
თეორიული ნაწილის მოსმენის შემდეგ კურატორი ჯგუფს ამცნობს დაგეგმილი შემოქმედებითი აქტივობების შესახებ. წინასწარ მომზადებულ სივრცეში ,ბავშვებს დახვდებათ ქვიშაში ჩაფლული ნივთები,მსგავსი ექსპოზიციაში ნანახი ნივთების. კურატორის დახმარებით ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში,აღმოაჩენენ არქეოლოგიურ ნივთებს. კურატორი შეკითხვებით ააქტიურებს ბავშვებს ,ეკითხება რა ნივთია ან ნივთის რომელი დეტალი.
რესურსი: სამუზეუმო, ექსპოზიცია, ქვიშა, სპეციალური ყუთი, ფუნჟები, ხელთათმანი,,,არქეოლოგიური ნივთები"
II აქტივობა:
იმიტირებული არქეოლოგიური გათხრების შემდეგ , კურატორი ბავშვებს აძლევს დავალებას გამოზერწონ ექსპოზიციაში ნანახი თიხის ჭურჭლის მსგავსი ნივთები თიხით და შემდეგ გამოძერწილი ნივთები შეღებონ და მოხატონ . კურატორი ეხმარება ბავშვებს საძერწი თიხის გამოყენებაში ,ფერების შერჩევაში.
რესურსი: სამუზეუმო ექსპოზიცია ,საძერწი თიხა,ფუნჯი,საღებავები.
პროგრამის დასრულების შემდეგ, ბავშვებს გადაეცემათ ,,სერთიფიკატი" აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაში წარმატებულად მონაწილეობისათვის.