პროგრამა "აღმოაჩინე წელიწადის ოთხი დრო" მოიცავს ორ ეტაპს:
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა იცვლება მისი სპეციფიკიდან გამომდინარე. უმეტეს შემთხვევაში, მონაწილე ბავშვების მინიმალური რაოდენობა არის 6, მაქსიმალური 12.
I ეტაპი :
ხანგრძლივობა 20 წუთი
მუზეუმის სამხატვრო გალერიის მუდმივი ექსპოზიციის დათვალიერება კურატორთან ერთად.
კურატორი მისალმების და გაცნობის შემდეგ ჯგუფს მოუთხრობს თუ სად იმყოფებიან და რას გააკეთებენ.გალერიის დათვალიერების პროცესში ესაუბრება ,როგორია წელიწადის ოთხი დრო, რა ფერები ჭარბობს ბუნებაში გაზაფხულზე,ზაფხულში, შემოდგომას და ზამთარში.რა ხილი მოდის წელიწადის ამა თუ იმ დროს.
კურატორი ამახვილებს ყურადღებას ფერწერულ ტილოებზე ასახულ წელიწადის სხვადასხვა დროს ბუნების ფერებზე და ამ პროცესში რთავს ბავშვებს. ააქტიურებს აუდიტორიას შეკითხვებით,მუდმივ პარალელებს ავლებს ყოველდღიურ ყოფასთან: რა ფერი მოსწონთ? უნახავთ თუ არა ეს ხილი? ვის აქვს ეზოში ასეთი ვაშლები? და ა.შ .
II ეტაპი:
აქტივობის აღწერა:
ხანგრძლივობა 30-40 წუთი
თეორიული ნაწილის დასრულების სემდეგ ,კურატორი ჯგუფს ამცნობს დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ექსპოზიციაში მიღებული შთაბეჭდილების საფუძველზე , წინასწარ მომზადებულ სივრცეში კურატორის დახმარებით ,ბავშვები სხვადასხვა მასალით შექმნიან ნამუშევრებს, რომლებიც განთავსდება ერთ დიდ პანოზე.
რესურსები:
სამხატვრო გალერიის ექსპოზიცია, ფერადი ფანქრები, პასტელები, გუაში, წებო ,,პევეხა", ორმაგი სკოჩი, ვატმანის ფორმატი, სენსორული მასალები.
პროგრამის დასრულების შემდეგ, ბავშვებს გადაეცემათ ,,სერთიფიკატი" აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაში წარმატებულად მონაწილეობისათვის.