2018 წლის 6 ივლისს თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა პროექტის "ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში" პრეზენტაცია. პროექტის მიზანია ინკლუზიური პროგრამების შემუშავება, განხორციელება და დამკვიდრება საქართველოს სამუზეუმო სივრცეში. პროექტში ჩართულია 21 მუზეუმი მთელი საქართველოს მასშტაბით. თელავში პროექტს ახორციელებს ასოციაცია "ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის" კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის (KRDF) პროექტის "ჯანდაცვის, განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების გაუმჯობესება მოწყვლადი დედებისა და ბავშვებისთვის" ფარგლებში. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროკავშირი.