თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, მშობლიურ ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით , თელავის მეექვსე სკოლის მეექვსე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები.
აღნიშნული აქტივობა მომზადდა პედაგოგების - ნინო გიგინაშვილის, გვანცა ჟურულიშვილისა და ნანა ბერძნიშვილის ხელმძღვანელობით.
21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
