თელავის ისტორიულ მუზეუმში დაუნის სინდრომის კვირეულის ფარგლებში გაიმართა ინკლუზიური საგანმანათლებლო აქტივობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სსიდა – „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის“ დღის ცენტრის ბენეფიციარებმა.
ყოველი წლის 21 მარტს მსოფლიოში აღინიშნება დაუნის სინდრომის დღე, რომელიც მიზნად ისახავს დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
2026 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის მთავარი გზავნილია – „ერთად მარტოობის წინააღმდეგ“, რაც სრულად აისახა ღონისძიების თბილ და მეგობრულ გარემოში. აღნიშნული თემა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინკლუზიური საზოგადოების მნიშვნელობას, სადაც თითოეული ადამიანი თანაბარი შესაძლებლობებით არის წარმოდგენილი.
მუზეუმის პატარა მეგობრები აქტიურად ჩაერთნენ მუზეუმის ინკლუზიურ საგანმანათლებლო აქტივობებში და საინტერესოდ და ხალისიანად გაატარეს დრო. ღონისძიების დასასრულს კი ყველა მონაწილე მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი









