2018 წლის 30 ნოემბერს ,თელავის ისტორიული მუზეუმის, ელისო ვირსალაძის სახელობის საკომფერენციო დარბაზში ჩატარდა კლასიკური მუსიკის საღამო.
ღონისძიებაზე, თელავის საზოგადოებისათვის ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ,როგორ იქმნებოდა საქართველოს ,,სიმფონიეტა" .ფილმში ნაჩვენები იყო ,,სიმფონიეტას" კონცერტები ,როგორც საქართველოს ,ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ღონისძიების ორგანიზატორმა ქალბატონმა ცირა ბერიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ ,რომ თელავში ჩამოყალიბდა ,,კლასიკური მუსიკის მოყვარულთა კლუბი" სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს .