ს.ს.ი.პ თელავის ისტორიული მუზეუმი 2019 წლის 17 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, აქტიურად არის ჩართული და მასპინძლობას უწევს მოძრაობას ,,წამოდი თელავში“, რომელის დამფუძნებლებიც არიან ვახტანგ მოსიაშვილი და დუტა სხირტლაძე.
აღნიშნული მოძრაობის ფარგლებში მუზეუმის საკონფერენციო დარბაზსა და ამფითეატრში საზაფხულო სკოლის მონაწილეებისათვის ჩატარდება ვორქშოფები, სემინარები, მასტერკლასები, ტრენინგები, შემეცნებითი თამაშები . სასწავლო პროცესს გაუძღვებიან სხვადასხვა სფეროში ცნობილი და წარმატებული პროფესიონალები, მათ შორის არიან : დათო ტურაშვილი, გიორგი უშიკიშვილი , ლევან ბახია, ნინო შენგელია, ლადო აფხაზავა , სოფო გორდაძე, ბახვა ბრეგვაძე, ფიქრია ყუშიტაშვილი, გიორგი პირადაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი და სხვა.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩატარდება ღია გაკვეთილი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, რომელიც თავის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ეწვევა თელავს და რამოდენიმე კომპოზიციასაც შეასრულებს. აღნიშნულ გაკვეთილზე, მონაწილე ბავშვებთან ერთად ნებისმიერ მსურველს ექნება დასწრების უფლება.