2019 წლის 15 ივნისს, ს.ს.ი.პ თელავის ისტორიული მუზეუმის სასახლე მემორიალის აივანზე, გაიმართა ქ. თელავის ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლის ,,პატარა კახის“ კონცერტი, ბექა და გოჩა ბიძინაშვილების ხელმძღვანელობით.
ანსამბლმა, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდულ საგუნდო კოლექტივების მე-5 ეროვნულ კონკურსზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით , გაიმარჯვა და მიიღო ოქროს მედალი და ლაურიატის წოდება.
კონცერტის შემდეგ ანსამბლის წევრებს სიგელები გადასცა ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა. ასევე ანსამბლის წევრები, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა მუზეუმში გამართულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის.