2019 წლის 25 სექტემბერს, თელავის ისტორიულ მუზეუმში, ელისო ვირსალაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ვუმასპინძლეთ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორებს თემით - „საუბრები მუსიკაზე".
შეხვედრაზე, დამსწრე საზოგადოებას, მიეცა შესაძლებლობა, მოესმინა ორი საინტერესო პიროვნებისთვის: მწერალ-კულტურულოგ ზურაბ ქარუმიძესა და ფილოსოფოს-კულტურულოგ ზაზა შათირიშვილისთვის.
სტუმრებმა ისაუბრეს - თუ რა როლი აქვს მათ ცხოვრებაში კლასიკური მუსიკას, ასევე, რა დატვირთვა აქვს და რა გავლენებს ახდენს კლასიკური მუსიკა ადამიანის და ზოგადად საზოგადოების ცხოვრებაზე... შეხვედრაზე, სტუმრებმა იმსჯელეს, თუ რა პრობლემები არის გადასაჭრელი, როგორ უნდა გავაერთიანოთ მუსიკის მოყვარულები და, მეორე მხრივ, როგორ გავუღოთ ფართოდ კარი მათ, ვისთვისაც მუსიკის სამყარო ჯერ არ არის აღმოჩენილი?!
შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის საერთაშორისო ფესტივალის წარმომადგენლები, ჩამოსული სტუმრები და თელავის საზოგადოება.