თელავში, ისტორიული მუზეუმის ეზოში, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019“-ის ფარგლებში, ,,სამეცნიერო პიკნიკი” გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე დაესწრო. პიკნიკის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში წარმოდგენილი იყო სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები და ვიქტორინები სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთათვის. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტივობებში თავადაც მიეღოთ მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში ერეკლეს სასახლეში თეიმურაზ მეფის პორტრეტი გამოიფინა, რომელიც სამშობლოში 257 წლის შემდეგ დაბრუნდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელობისა და ღირებულების სამეფო საგანძური დღემდე არ დაბრუნებულა. თეიმურაზ მეფის პორტრეტი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახისა და კოლექციის შემადგენელი ნაწილია. გამოფენა ღიაა თელავში ჩასული ნებისმიერი დამთვალიერებლისათვის.თეიმურაზ მეფის პორტრეტი ხელოვნების სასახლის კუთვნილებას წარმოადგენს,
აღნიშნულიდან გამომდინარე მუზეუმს სტუმრად ეწვია ხელოვნების სასახლის დირექტორი ბატონი გიორგი კალანდია თავის თანამშრომლებთან ერთად.მათ დაათვარიელეს მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზები და ფონდსაცავი.
ბატონმა გიორგიმ მუზეუმის საჩუქრად გადმოსცა მის მიერ გამოცემული საინტერესო წიგნები.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ღვინის გამოფენა და გაიმართა პრეზენტაცია ,,ღვინო-სიახლეები და პერსპექტივები. გამოფენაზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა სწავლის პერიოდში, საკუთარი კვლევის შედეგად, წარმოებული ღვინოები, წითელ ღვინოში დავარგებული ყველი და სიახლე - ყურძნის წვენი (ბადაგი) - წარადგინეს. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ბადაგისგან შენახვის ყველაზე ხანგრძლივი უნარის ჩურჩხელა მზადდება.