2 ოქტომბერს, 14:30 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილებამ, 5-8 წლამდე ბავშვებისათვის და მათი მშობლებისათვის წარმოადგინა შემეცნებით-გასართობი პროგრამა - ,,ზღაპრის საათი მუზეუმში“.
პასუხგაუცემელია კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ და რა გზებით ახდენენ ზღაპრები გავლენას ბავშვებზე? როგორ ესმით ბავშვებს ზღაპრის ძირითადი გზავნილები? როგორ შეუძლიათ ნაწარმოებებში წარმოდგენილ არარეალურ მოვლენებს, პერსონაჟებს იმოქმედონ ბავშვის ემოციებზე, გრძნობებსა თუ ფსიქიკაზე და ა.შ.
სწორედ ამ პრობლემური საკითხების გამო, მოვიწვიეთ ფსიქოლოგი Maka Inanashvili. მან მშობლებსა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებს გააცნო პრობლემის არსი. ფსიქოლოგმა საინტერესოდ ისაუბრა ამა თუ იმ ზღაპრის ბავშვამდე სწორად, ჯანსაღად მიტანის აუცილებლობაზე, შიშების დაძლევის გზებზე და ა.შ.
შეხვედრის პარალელურად, გაიმართა შემეცნებით-ინტეგრირებული აქტივობა: ბავშვებს წავუკითხეთ ხალხური ზღაპრები, ვიმსჯელეთ მათში ასახულ დადებით თუ უარყოფით პერსონაჟებზე... დასასრულს, ბავშვებმა ნახატებით წარმოადგინეს ზღაპრებით მიღებული შთაბეჭდილებები...