2019 წლია 7 ნოემბერს, თელავის ისტორიულ მუზეუმში აღვნიშნეთ დიდი ქართველი მეფისა და მხედართმთავარ - ერეკლე II-ს დაბადებიდან 299 წლისთავი.
ამ დღესთან დაკავშირებით მუზეუმში გაიმართა შემდეგი ღონისძიებები:
- ერეკლე მეფის კარის ეკლესიაში ჩატარდა დილის წირვა და ერეკლე მეორეს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი;
- ერეკლე მეფის სასახლის ეზოში ჩატარდა კონცერტი - ქალთა კაპელა „კახეთის ჰანგების“, ფოლკლორული ანსამბლების - „პატარა კახი“ და „მზე შინას“ მონაწილეობით;
- მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა თვითნასწავლი მხატვრის - ბექა ხუცურაულის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა თემით - ,,ფერით წერა".
გამოფენას ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - ირაკლი შიოშვილი, გუბერნიისა და მერიის წარმომადგენლები; კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - ფიქრია ყუშიტაშვილი; კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტი კულტურისა და სოციალური სფეროს მიმართულებით - ლეილა ლეგაშვილი; ასევე, თელავთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების წარმომადგენლები და სხვ.
თელაველმა მხატვრამა - ვანო გოცირიძემ, ბექა ხუცურაულს უსახსოვრა ნახატი-პორტრეტი.
გამოფენაზე წარმოდგენილია 50-მდე ნახატი და მათი დათვალიერების შესაძლებლობა გექნებათ 17 ნოემბრამდე.