თელაველმა თვითნასწავლმა მხატვარმა - ვანო გოცირიძემ - დიდებული საჩუქარი გაუკეთა თელავის ისტორიულ მუზეუმსს... მან გვისახსოვრა მეფე ერეკლე II-ს ბიუსტი (თაბაშირი ბრინჯაოს იმიტაცია), რომელიც განთავსდა სასახლე-მემორიალის მეფის სამუშაო ოთახში.
როგორც თავად მხატვარმა აღნიშნა, - ,,დიდი ხნის სურვილი მქონდა, რომ გამეკეთებინა ბიუსტი. ეს არის პირველი ნამუშევარი. როგორც თელაველმა და ჩვენს მეფეზე შეყვარებულმა ადამიანმა, შევქმენი მისი სახე და სიხარულით გადავეცი თელავის ისტორიულ მუზეუმსს“.
თელავის ისტორიული მუზეუმი მადლობას უხდის მხატვარ - ვანო გოცირიძეს - ასეთი საჩუქრისთვის!