2019 წლის 28 ნოემბერს, თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა შსს არქივის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის - ,,გიგოს გორა - თელავის გოლგოთა“ პრემიერა. იდეის ავტორი და ფილმის კონსულტანტი გახლავთ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი - თენგიზ სიმაშვილი. რეჟისორი და სცენარის ავტორი კი - მიხეილ ბერინაშვილი. ფილმში ავტორები დეტალურად აღწერენ საბჭოთა ხელისუფლების დროს დახვრეტილი ადამიანების ტრაგიკულ ისტორიებს და სისხლით შეღებილ ე.წ ,,გიგოს გორას".
ფილმის პრემიერამ დიდი ინტერესი გამოიწვია თელაველ საზოგადოებაში და ხალხის სიმრავლის გამო აუცილებელი გახდა ფილმის ორ სეანსად ჩვენება.
????????აქვე გვინდა გაუწყოთ ,რომ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე , თელავის ისტორიულ მუზეუმში კვლავ იგეგმება დოკუმენტური ფილმის - ,,გიგოს გორა - თელავის გოლგოთა“ ჩვენება .