18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,რომლის წლევანდელი თემა გახლავთ ,,მუზეუმების ძალა", თელავის ისტორიული მუზეუმი გიწვევთ შემდეგ ღონისძიებებზე:
• 11:00-ზე, ერეკლე II-ის სასახლე-მემორიალში
გაიხსნება ორი მუდმივი საექსპოზიციო დარბაზი ,სადაც გამოიფინება მეფის ოჯახის წევრების პორტრეტები და მემორიალური ნივთები...
• 12:00-ზე, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სტუდენტთა და მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია - „ეთნიკური და რელიგიური ურთიერთობანი საქართველოში: ისტორია და თანამედროვეობა“...
• 14:00-ზე, თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნება საკრავების გამოფენა...
18 მაისს, მუზეუმში შესვლა იქნება თავისუფალი!