18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,რომლის წლევანდელი თემა გახლავთ ,,მუზეუმების ძალა", თელავის ისტორიულ მუზეუმში მოეწყო საინტერესო ღონისძიებები:
ერეკლე II-ის სასახლე-მემორიალში გაიხსნა ორი მუდმივი საექსპოზიციო სივრცე ,სადაც გამოიფინა ,მეფის ოჯახის წევრების პორტრეტები და მემორიალური ნივთები... გამოფენის გახსნას დაესწრო კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბატონი ირაკლი შიოშვილი მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად. გამფენა გახსნა შშმ პირმა გვანცა ჯავახიშვილმა.
თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სტუდენტთა და მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია თემით - „ეთნიკური და რელიგიური ურთიერთობანი საქართველოში: ისტორია და თანამედროვეობა“...აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თელავის ,თბილისის,მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.
თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნა მუსიკალური საკრავების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილია მუსიკალური საკრავები , მუზეუმის ფონდიდან და ნიაზ დიასამიძის კერძო კოლექციიდან...
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ,ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით ,მუზეუმის ამფითეატრში მოეწყო ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი.
მუზეუმმა უმასპინძლა ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ მოწყობილ ფესტივალს სახელწოდებით - ,,თელავი. ელენე, ზაირა და ..." აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
18 მაისს, მუზეუმში შესვლა თავისუფალი იყო!