6 და 7 ოქტომბერს თელავის ისტორიული მუზეუმი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს ,,ოქროს მტევანი" მასპინძლობდა.
ფესტივალი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ფილმების ჩვენებით გაიხსნა, ასევე მოეწყო მხატვრული ფილმების ჩვენება. გახსნის საზეიმო ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი, რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, მსახიობი ზურა ყიფშიძე და სხვა ცნობილი სახეები დაესწრნენ.
ფესტივალის ფარგლებში, 7 ოქტომბერს, 11:00 საათზე მოეწყო ანიმაციური ფილმების წარდგენა - ჩვენება, 17:00 საათზე მოეწყო დოკუმენტური ფილმების წარდგენა - ჩვენება, 18:00 საათზე გაიმართა ფესტივალის დახურვის საზეიმო ღონისძიება.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, მისი მიზანია ხელი შეუწყოს ხელოვნების განვითარებას და პოპულარიზაციას ქვეყანაში.
აღნიშნული პესტივალის ოფიციალური პარტნიორი გახლავთ თელავის ისტორიული მუზეუმი.