ფესტივალი ღვინის დღეები კახეთში თელავიდან დაიწყო.
ღვინის დღეების ფარგლებში, თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
წარმოდგენილი იყო კვების სივრცე, სადაც შესაძლებელი იყო ადგილობრივი მზარეულების მიერ დამზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა, ღვინით ხატვის და კერამიკის მოხატვის მასტერკლასები, მოეწყო ექსკურსიები თელავის მარნებში. ასევე გაიმართა ინტერაქტიული გამოფენა „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“
ღვინის დღეები თელავში დასკვნითი გალა-კონცერტით დასრულდა.