31 ოქტომბერს , თელავის ისტორიული მუზერუმის ვერანდაზე, გაერო-საქართველოს პარტნიორობის 30 წლისთავისა და გაეროს დღესთან დაკავშირებით, მდგრადი განვითარების მიზნების სივრცე გაიხსნა. სივრცის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში ახალგაზრდების უფრო აქტიური ჩართვა.
ტელეწამყვანი და მწერალი, გაეროს მოსახლეობის ფონდის კამპანიის “კაცები ზრუნავენ” სახე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე ახალგაზრდებს მდგრადი განვითარების მიზნებზე ესაუბრა.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა, თელავის მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა, თელავის მერის მოადგილემ ფიქრია ყურშიტაშვილმა, კახეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის კულტურის სამსახურის უფროსმა ლეილა ლეგაშვილმა.
ორი წლის განმავლიბაში, გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, მუზეუმის ვერანდაზე მოაწყობილ სივრცეში, განხორციელდება სხვადასხვა საინტერესო კულტურულ -საგანმანათლებლო და ინკლუზიურ - საგანმანათლებლო აქტივობები , ახალგაზრდებისა და სკოლის მოსწავლეების,მათ შორის შშმ მოზარდების განვითარების, წარმატების და სოციალური უნარების განსამტკიცებლად.
სრული ინვენტარი საჩუქრად გადაეცა თელავის მუზეუმს:
- ბიბლიოთეკა - თანამედროვე წიგნებით.,ჭადრაკი და ინტელექტუალური თამაშები
- საკონფერენციო სივრცე ( რომელიც აღჭურვილია ,სკამებით ,პუფებით ,მაგიდებით, მონიტორით და ა.შ)
- სივრცე გარემოს დაცვის და გენდერული თანასწორობისათვის.