7 ნოემბერს ,თელავის ისტორიულ მუზეუმში ,,ერეკლეობის“ სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ბევრი საინტერესო ღონისძიება გაიმართა :
- მუზეუმის კახთ მეფეთა კარის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღევლინა მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
- თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, „ერეკლეობის“ სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, გაიხსნა დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა - „მეფე ერეკლე - საქართველოს უკანასკნელი ლომი“. დამთვალიერებელს გამოფენის ნახვა 7 ნოემბრიდან 6 თებერვლამდე შეეძლება.
- მეფის სასახლე მემორიალის საელჩო დარბაზში მოეწყო გამოფენისადმი მიძღვნილი 200-გვერდიანი ორენოვანი ფერადი კატალოგ-ალბომის ,,ერეკლე II " პრეზენტაცია.
- სასახლე მემორიალის საელჩო დარბაზში გაიმართა საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის მიერ ორდენით დაჯილდოვების ცერემონიალი.ორდენით დაჯილდოვდა თელავის ისტორიული მუზეუმი.
- ერეკლე მეფის სასახლე მემორიალის დერეფანში გამოიფინა სასახლის რეაბილიტაციის ამსახველი ფოტომასალა.
- მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში მოეწყო მეფე ერეკლე მეორის სტამბაში დაბეჭდილი წიგნების, სიგელ-გუჯრების და ბაგრატოვანთა დინასტიის პორტრეტების გამოფენა.
- მუზეუმის დერეფანში მოეწყო ნინო ბონდარენკო-მრელაშვილის გამოფენა „გადაშლილი წიგნი“.
- ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ერეკლე მეფის სახელობის საფოსტო მარკის პრეზენტაცია.
- „ერეკლეობასთან“ დაკავშირებით თელავის მუზეუმმა გამოსცა ფაზლები მეფე ერეკლეს გამოსახულებით, კალენდარი და სასაჩუქრე ჩანთები.
- მუზეუმის ტერიტორიაზე „ერეკლეობის“ აღსანიშნავად დილიდან მიმდინარეობდა ღონისძიებები ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით.