„გაანარინჯისფრე სამყარო, დაასრულე ქალთა მიმართ ძალადობა ახლა!“
9 დეკემბერს, თელავის ისტორიული მუზეუმი და საქართველოს ქალთა საბჭოს კახეთის რეგიონალური ორგანიზაცია, შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა მიიღეს ,,არტ-მეგობრების" წევრმა მხატვრებმა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს.
#არაძალადობას!!!