21 მარტი არის დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, რომლის საერთო გზავნილი წელს გახლავთ - “ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის”
თელავის ისტორიულ მუზეუმში, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ თელავის მუნიციპალიტეტში არსებული დღის და სარეაბილიტაციო ცენტრების ბენეფიციარები. ბავშვებმა ნახეს საინტერესო ვიდეო მასალა და მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მათთვის მოწყობილ სახალისო აქტივობაში.
თელავის მუნიციპალიტეტის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს გამოუგზავნეს სიმბოლურად წინდები.