მუზეუმების კვირეულის ფარგლებში , თელავის ისტორიულ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ თელავის მეოთხე საჯარო სკოლის მეათე ა კლასის მოსწავლეები.
ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში - „ ქართული ნაციონალური სამოსი- ფოლკლორი და მითოლოგია“- მოსწავლეებმა წარმოადგინეს ესკიზები ქართულ სამოსზე და თანამედროვე ფეხსაცმელზე.
ნამუშევრები დამზადდა სასკოლო სამეწარმეო პროექტის ფარგლებში Nino Mrelashvili, ROYAL BRAND ატელიესთან ერთობლივი თანამშრომლობით.
აღნიშნულ საკითხებზე საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა მოსწავლემ თაკო მჭედლიშვილმა.მეოთხე საჯარო სკოლა
პროექტის ხელმძღვანელები გახლავთ პედაგოგები :
ლია ხელაშვილი და ეკა ჩუბინაშვილი.
პროექტის მხარდამჭერია თელავის ისტორიული მუზეუმი!