11 ივნისს, თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში , ,,გლობალ თეატრმა“ და ,,თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმმა “ წარმოადგინეს სპექტაკლი ,, დარისპანის გასაჭირი“ .
სპექტაკლი რეჟისორ დენ ჯოხაძის სადოქტორო ნამუშევარია. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში დენ ჯოხაძის კვლევის თემაა „თეატრი ალტერნატიულ სივრცეში“. ამის გათვალისწინებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებმა „დარისპანის გასაჭირი“ სხვადასხვა მუზეუმების და მათ შორის თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში ითამაშეს.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბატონ დენ ჯოხაძეს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს ასეთი შესანიშნავი დღის მოწყობისათვის.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.