თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა ახალგაზრდა პოეტის - გიორგი ზუბიტაშვილის შემომედებითი საღამო.
გიორგი გახლავთ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან. იგი სწავლობს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. გიორგის , გამოცემული აქვს ერთი პოეტური კრებული სახელწოდებით ,, მზე ხელისგულზე ჩამომეღვარა". ასევე, არის რამოდენიმე ლიტერატურული კრებულის თანავატორი. მინიჭებული აქვს "მთის პოეტის" და "ახალი ქართული სიტყვის დიდოსტატის" წოდება. მისი შემოქმედება ნათარგმნია ინგლისურ და რუსულ ენებზე.
ახალგაზრდა პოეტი არის ი. ჭავჭავაძის გაზეთ ივერიის პროზა-პოეზიის პრემია "ივერიას" ლაურეატი და მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია "გულანის" წევრი.