28 ივლისს , თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში , მუზეუმისა და ახალგაზრდული ორგანიზცია ‘’ააიპ ‘’განათლებისა და საერთაშორისო განვითარების აკადემის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში , გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, მოეწყო ტრენინგი ქალბატორნებისათვის - ,,საპროექტო განაცხადის მომზადება“.
პროექტი მოიცავს რამოდენიმე ტრენინგს,რომელიც ჩატრდება ონლაინ ფორმატში ,ხოლო დასკვნითი ტრენინგი კვლავ მოეწყობა მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში .
ტრენინგის ძირითადი თემებია :
პრობლემური სიტუაციის აღწერა,საჭიროებების კვლევა
პროექტის სასიცოცხლო ციკლი;
პროექტის ჩარჩოს შემუშავება/გაწერა;
პროექტის რესურსების განსაზღვრა და მართვა;
პროექტის ხარისხის და რისკების განსაზღვრა;
პროექტის ბიუჯეტის შედგენა;
ტრენინგის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.