თელავის ისტორიული მუზეუმი და საქართველოს ქალთა საბჭოს კახეთის რეგიონალური ორგანიზაცია, შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას. აღნიშნულ აქციაში, ასევე მონაწილეობა მიიღეს First Wish Art Gallery - ს პროექტის ,,Telavi History Museum International Group Art Exhibition - Edition 3rd" ფარგლებში საერთაშორისო გამოფენის მონაწილე მხატვრებმა როგორც საქართველოდან ასევე ინდოეთიდან და დუბაიდან.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს.