5 დეკემბერს, თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში First Wish Art Gallery - ს ,,Telavi History Museum International Group Art Exhibition - Edition 3rd" პროექტის ფარგლებში, ინდოეთიდან ჩამოსულმა მხატვრმა - აშოკა სარაკარიმ და First Wish Art Gallery - ს დირექტორმა მარიამ სიმაშვილმა ჩაატარეს მასტერკლასი ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებისა და მსურველებისათვის .
აშოკა სარკარი გახლავთ მხატვარი ინდოეთიდან. იგი გაიზარდა კოლკუტას მშვენიერი ბანუბით გარემოცულ სივრცეში. ბავშვობიდან ინდოეთის კლასიკური ტრადიციული ცეკვა და მუსიკა ხელოვნებასთან ერთად მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ხელოვნების სხვადასხვა დარგი საოცარ ბუნებასთან ერთად მისთვის ინსპირაცია აღმოჩნდა შემდგომ სამხატვრო კარიერაში და მნიშვნელოვნად აისახა მის შემოქმედებაში. მის ნამუშევრებში შეხვდებით ბუნებასა და ქალის ფიგურებს, გამოხატულ შეგრძნებებს ინდივიდუალური ტექნიკით რაც მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი მეუღლე გახლავთ ჯარისკაცი, რამაც საშუალება მისცა მხატვარს რომ ემოგზაურა ინდოეთის უამრავ მშვენიერ ადგილებში და აღმოეჩინა ბუნების ხელით შექმნილი შედევრები. დაამთავრა კოლკატას უნივერსიტეტი ტექსტილის დიზაინი დელიში.მისი ნამუშევრები გახლავთ კერძო კოლექციებში არაერთ ქვეყანაში.მოწყობილი აქვს ბევრი პერსონალური და ჯგუფური გამოფენები ინდოეთში და მის ფარგლებს გარეთ (საქართველო, დუბაი, იტალია). ასევე მიღბული აქვს არაერთი საერთაშორისო სამხატვრო ჯილდო ხელოვნების დარგში. მხატვარი აქტიურად თანამშრომლობს First Wish Art Gallery-თან და აცნობს მსოფლიოს სხვადასხვა კულტურას თავის უნიკალურ შემოქმედებას რომლის ფესვებიც მჭრიდროს არის დაკავშირებული ინდოეთთან.
მარიამი სიმაშვილი გახლავთ First Wish Art Gallery-ის დირექტორი, ექიმი რეზიდენტი და თვითნასწავლი მხატვარი. წარმოშობით გახლავთ თელავიდან.
ხელოვნება, მუსიკა, ცეკვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლდათ ადრეული ბავშვობიდან. First Wish Art Gallery-თან ერთად დაორგანიზებული აქვს და ასევე მონაწილეობა მიღებული არაერთ საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებში, საქართველოში, ინდოეთში, დუბაიში, იაპონიაში და იტალიაში. მისი ნამუშევრები გახლავთ არაერთ ქვეყანაში წარმოდგენილი კერძო კოლექციებში, მათ შორის საქართველოს ელჩის იაპონიაში ბატონ თეიმურაზ ლეჟავას პირად კოლექციაში. First Wish Art Gallery აქტიურად განაგრძობს მსოფლიო ტურის პროექტს, 30 ქვეყანა 30 გამოფენა და მასთან ერთად მარიამიც აცნობს საკუთარ შემოქმედებასა და ქართულ კულტურას მსოფლიოს.