6 მარტს, სმენის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში , თელავის ისტორიულმა მუზეუმმა , მოვუსმინოთ სამყაროს სარეაბილიტაციო ცენტრთან ერთად გამართა ღონისძიება , სადაც მოწვეულები იყვნენ სმენადაქვეითებისმქონე პირთა მშობლები, ცენტრის ბენეფიციარები, სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ...
შეხვედრაზე, საუბარი გაიმართა სმენის კვირეულის მნიშვნელობაზე, გამოწვევებზე, პრობლემებზე, მიღწევებზე, საზოგადოების ინფორმულობასა და ჩართულობაზე ,რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ბენეფიციარისათვის.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა ვიდეო მასალა First Wish Art Gallery -ის მიერ 2024 წლის 11 თებერვალს იორდანიაში გამართული საერთაშორისო გამოფენის - ,,სიყვარული და მშვიდობა ყველას / الحب و السلام للجميع / Love & Peace for All” შესახებ ,სადაც სხვადახვა ქვეყნის წარმომადგენელ მხატვრების ნამუშევრების გვერდით , თელავის ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერით, მოვუსმინოთ სამყაროს სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარის ბარბარე დათიშვილის ნამუშევარიც გამოიფინა.
თელავის ისტორიული მუზეუმი ულოცავს ბარბარეს ამ დიდ წარმატებას და ვთვლით ,რომ ეს მუზეუმის წარმატებაცაა ,რადგან სწორედ მუზეუმის ინკლუზიურ საგანმანათლებლო აქტივობების დროს აღმოვაჩინეთ ბარბარეს ხატვის ნიჭი , ხოლო შემდეგ მუზეუმის მიერ დაგეგმილ გამოფენებში მონაწილეობის დროს ბარბარეს ნამუშევარმა დაიმსახურა მოწონება და ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე მოხვდა .
მოვუსმინოთ სამყაროს სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მაია ხუციშვილმა მადლობის სიგელი გადასცა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას, თელავის ისტორიული მუზეუმს,First Wish Art დამფუძნებელს ირშად ჰუსეინს და მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ანა მაისურაძეს - თანადგომისა და სმენისდარღვევისმქონე პირთა რეაბილიტაციის ცენტრის მხარდაჭერისათვის.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მოვუსმინოთ სამყაროს სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებმა და მშობლებმა დაათვალიერს მუზეუმის საგამოფენო სივრცეები.