თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა ღონისძიება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით , რომლის წლევანდელი გზავნილია ,,ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები".
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით მუზეუმმა მოიწვია ,, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის " ფსიქოლოგი თამთა წიკლაური , რომელმაც ისაუბრა დაუნის სინდრომის მქონე პირებთან სწორი კომუნიკაციის დამყარების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ დღის ცენტრის პედაგოგები , ბენეფიციარები , ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორები და სპეც პედაგოგები.
ღონისძიების დასასრულს ,სახალისო აქტივობებში დღის ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმაც.