2018 წლის 3 ივლისს, თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში მოეწყო,ცნობილი კოლექციონერის და საზოგადო მოღვაწის ქეთევან იაშვილის ფერწერული ტილოების გამოფენა.
მოწვეულნი იყვნენ, როგორც ქალბატონი ქეთევანის შთამომავლები, ასევე მერიისა და კულტურის სამსახურის თანამშრომლები და თელავის საზოგადოების წარმომადგენლები. ქალბატონი ქეთევანის ცხოვრებასთან დაკავშირებით წარმოითქვა ბევრი თბილი სიტყვა და მოგონებები. მისმა შთამომავლებმა მადლობა გადაუხადეს მუზეუმს ქეთევანის ღვაწლის ესოდენ დაფასებისათვის.
გამოფენა გასტანს მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე. დროის ამ მონაკვეთში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ დარბაზში გამოფენილი ტილოები.