2019 წლის 24 იანვარს თელავის ისტორიულ მუიზეუმში ჩატარდა , ახალგაზრდა მხატვრის გიგია გემაზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო "ფუნჯით და კალმით შექმნილი მარადისობა ".
გამოიფინა მის მიერ შესრულებული ფერწერული ტილოები და წაკითხულ იქნა ლექსები მისი პოეზიიდან .
საღამოს ესწრებოდნენ: თელავის საზოგადოება, კახეთის მხარის გუბერნიის, მერიის კულტურის სამსახურისა და მწერალთა კავშირის წარმომადგენლები.