2019 წლის 10 აგვისტოს, 16:00 საათზე , თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფგერენციო დარბაზში, დამსწრე საზოგადოება იხილავს მაკა ქვარცხავას Maka Stillwhite's Art ნახატების გამოფენა-გაყიდვას სახელწოდებით: ,,მოგონებების ანარეკლი“... მხატვრის ნამუშევრები გამოირჩევა შემოქმედებითი მრვალფეროვნებით, რომელებიც ვითარდება მის ინდივიდუალურ სტილში.
მაკა ქვარცხავას ნამუშევრები ასახავს რეალობის შეჩერებულ მომენტებს, სურვილებსა და სიმარტოვეს. ზოგ ნამუშევრებში იგი იცქირება მხოლოდ იმ მხარეს, საითაც წარმოსახვითი სამყარო იქმნება. მხატვრის ერთ-ერთი პირველი ზეთებში შესრულებული ნამუშევარი წარმატებით გაიყიდა ბრიტანეთის თანამედროვე ხელოვნების ონლაინ აუქციონზე, რამაც დიდი სტიმული და ბიძგი მისცა მის შემდგომ შემოქმედებით პროცესს.
მაკა ქვარცხავას ნამუშევრები გაყიდულია, როგორც დიდი ბრიტანეთის თანამედროვე არტ-აუქციონზე, ასევე აშშ-სა და ევროპის გალერეებსა და კერძო კოლექციებში, იმ ტექნიკის და არტისტული ხედვის განვითარების კვალდაკვალ, რომელსაც მხატვარი ამჟამად ფლობს.
მხატვრის ნამუშევრები უმეტესად ტილოებზე, ზეთშია შესრულებული.
მხატვრის ძირითადი ინტერესის საგანია წარმოსახვა და ქვეცნობიერის ანარეკლები. იგი არც ფოტოგრაფიას იყენებს, არც რაიმე სხვა გარეგანი ინსპირაციის საშუალებას. როგორც თავად აღნიშნავს, - „ის ბევრია და ხატავს ყველაფერს, რაც შინაგანი სამყაროდან, ფიქრებიდან, წარმოსახვიდან და მოგონებებიდან მოდის.“
ამჟამად იგი რამდენიმე არტ-პროექტზე მუშაობს, აქვს მოწვევები ბრიტანეთის არტ-გალერეებიდან (აბერდენი, კემბრიჯი, ლონდონი) აშშ და ევროპიდან;
მაკას ნამუშევრების რეპროდუქციები იბეჭდება დიდი ბრიტანეთის TV-შოუებისა და ფილმებისთვის.
მხატვარს ვერ წარმოუდგენია საკუთარი შემოქმედება ქველმოქმედების გარეშე. ამგვარად, სოციალურად დაუცველთა სულიერ-მატერიალური დახმარება მისი შემოქმედების თანამდევია.
გთხოვთ მობრძანდეთ!
https://www.marketer.ge/maka-kvartskhava-art/