2019 წლის 17 ივლისს, თელავის ისტორიულ მუზეუმში, გაიხსნა გამოფენა თემით ,,უცხო სახეების უცხო ხელოვნება"... ვმასპინძლობთ - გიორგი ყალამაშვილის, მარინა გოლეთიანის, ირაკლი ხაჩიძისა და მარიამ მაისურაძის ნამუშევრებს... გამოფენა გახსნა თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა და ახალგაზრდა მხატვრებს წარმატება უსურვა და თითოეული ნახატის მიმართ, გარკვეული სიმპათია გამოხატა... შემდეგ სიტყვა დაეთმო საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერ თინათინ თუშაბრამიშვილს, რომელმაც გააჟღერა შეემდეგი: ,,თელავში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ცხოვრობს... არცერთი არ უნდა გამოგვრჩეს და ეტაპობრივად, თითოეული მათგანი და მათი შემოქმედება უნდა გავაცნოთ საზოგადოებას"... ამ კარგი საქმის წამოწყებას მხარი დაუჭირა ქალბატონმა ფიქრია ყურშიტაშვილმაც... მან გამოხატა საკუთარი პოზიცია მოწვეული მხატვრების შემოქმედების მიმართ. უსურვა მათ წარმატება და წინსვლა... თელავის საზოგადოებას საშუალება ექნება, რომ ერთი კვირის განმავლობაში იხილონ ახალგაზრდა, უცნობი მხატვრების ნახატები...