2019 წლის 20 სექტემბერს, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა ლიეტუველი და ქართველი ილუსტრატორების ერთობლივ გამოფენა - ,,ნახატის ენა". გამოფენას ესწრებოდნენ ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება - ბატონი გიედრიუს პუოჯუნასი მეუღლითურთ. ასევე, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, თელავის საკრებულოს თავმჯდომარე - არჩილ თხლაშიძე და სხვ.
წარმოდგენილი ნახატები გამოხატავს - ორი ქვეყნის ხელოვნებაში არსებულ ძირითად ტენდენციებს და ქართველი და ლიეტუველი ილუსტრატორების სტილისა და მხატვრული იდიომების მრავალფეროვნებას.
გამოფენაზე წარმოდგენილია 85 ნახატი. დამთვალიერებელს საშუალება აქვს ნახოს, თუ როგორ ხდება მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრების ინტეგრირება წიგნებში და როგორი კავშირი აქვთ მათ ტექსტთან.
ამ ილუსტრაციებს თარგმნა არ სჭირდება, რადგან ისინი თავად გვესაუბრებიან ნახატების უნივერსალურ ენაზე და ყვებიან ამბებს გამოსახულებებით.
გამოფენის პარალელურად, 6-12 წლის ბავშვებისათვის, გაიმართა ვორკშოპი. ბავშვები გაეცნნენ კოლაჟის ტექნიკას - მის ისტორიასა და პრინციპებს. შემდეგ იხილეს საბავშვო წიგნების ილუსტრაციები. შემდგომ ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა, თავად მოესინჯათ ქაღალდის კოლაჟის ტექნიკა. ვორკშოპის დროს, ბავშვებმა გამოჭრეს სხვადასხვა ქაღალდის ფიგურები და გამოჭრილი ფორმებისგან გააკეთეს კოლაჟები.
აღნიშნულ ვორკშოფებში, მონაწილეობა მიიღეს - თელავის ერეკლე მეორის სახელობის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.