2019 წლის 30 ოქტომბერს, თელავის ისტორიულ მუზეუმში, საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ხელშეწყობით, გაიხსნა თელაველი, თვითნასწავლი მხატვრის - ანთეოს გოგვაძის - ნახატების პერსონალური გამოფენა.
ანთეოს გოგვაძემ, პროფესიით ენერგეტიკოსმა ხატვა 70-იან წლებში დაიწყო. მხატვარი, 2005-2006 წლებში, ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ლაურეატი გახლდათ. იგი ხშირად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში. მისი ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართა ეროვნულ გალერეაშიც...
ანთეოს გოგვაძის ნახატები ყურადღებას იპყრობს უშუალობით, განსხვავებული ხედვითა და შესრულების ოსტატობით.
გამოფენა გაგრძელდება 6 ნოემბრის ჩათვლით.