2019 წლის 7 ნოემბერს მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა თვითნასწავლი მხატვრის - ბექა ხუცურაულის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა თემით - ,,ფერით წერა".
გამოფენას ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - ირაკლი შიოშვილი, გუბერნიისა და მერიის წარმომადგენლები; კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - ფიქრია ყუშიტაშვილი; კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტი კულტურისა და სოციალური სფეროს მიმართულებით - ლეილა ლეგაშვილი; ასევე, თელავთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების წარმომადგენლები და სხვ.
თელაველმა მხატვრამა - ვანო გოცირიძემ, ბექა ხუცურაულს უსახსოვრა ნახატი-პორტრეტი.
გამოფენაზე წარმოდგენილია 50-მდე ნახატი და მათი დათვალიერების შესაძლებლობა გექნებათ 17 ნოემბრამდე.
გამოფენამ დიდი მოწონება და აღტაცება გამოიწვია, საზოგადოებამ დიდად დააფასა მხატვრის ნიჭი.
ბექა ხუცურაულმა თელავის ისტორიულ მუზეუმს უსახსოვრა ორი არაჩვეულებრივი ნახატი: ,,კადრი გომბორიდან“ და ,,შემოდგომის მასპინძლობა“. ბექა ხუცურაულის ნამუშევრები თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში უკვე განთავსდა.
თელავის ისტორიული მუზეუმის თითოეული თანამშრომელი მადლობას მოახსენებს საამაყო თელაველს - ბექა ხუცურაულს, ასეთი ღირსშესანიშნავი საჩუქრისთვის. ვუსურვებთ ბექას წინსვლას, წარმატებებსა და ახალ-ახალ გამარჯვებებს!