2019 წლის ,19 ნოემბერს, თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა თვითნასწავლი ხელოვნის - ნაირა აბრამიშვილის საინტერესო, ლამაზი და ორიგინალური ნამუშევრების გამოფენა, თემით - ,,სილუეტების სამყარო“.
გამოფენაზე წარმოდგენილია ავტორის მიერ მირინოსის ფერადი მატყლით შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ყურადღებას იპყრობენ ფერთა შეხამებითა და შექმნის ოსტატობით. ასევე, გამოფენაზე წარმოდგენილია ნაირა აბრამიშვილის მიერ თევზის ფხით შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც, 2015 წელს, ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე გამარჯვებულთა შორის მოხვდა და შევიდა წიგნში - ,,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება".
ქ. თელავის მერია, კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა - ფიქრია ყუშიტაშვილმა თბილი სიტყვა წარმოთქვა და წარმატებები უსურვა გამოფენის ავტორს.