28 ივნისს, 14:00 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნება ხელოვანის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ნინო თაბუაშვილის ნამუშევრების გამოფენა ,სადაც წარმოდგენილია ბარელიეფები, მედალიონები, ნახატები - ფერწერულ და გრაფიკულ ჟანრში...
მოგახსენებთ რომ, გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები საჩუქრად გადმოეცა თელავის მუზეუმს.
ნინო თაბუაშვილი დაიბადა 1927 წელს კასპის რაიონის სოფელ დოესში. 1953 წელს წარმატებით დაამთავრა სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი, იყო პროფესორ ნიკოლოზ კანდელაკის სტუდენტი.1953 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის მასშტაბით გამართულ გამოფენებში. ამასთანავე, მოაწყო ორი პერსონალური გამოფენა თბილისში, 1977 წ თბილისის ხელოვნების მუშაკთა სახლში და 1988 წელს ხელოვნების გალერეაში.ნამუშევრების შექმნისა და საგამოფენო ცხოვრების პარალელურად, ნინო თაბუაშვილი მუშაობდა მთავარ მხატვრად ჯერ პიონერთა სასახლეში (ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე), შემდეგ კი - ბოტანიკურ ბაღში. ასევე, მას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული რეგიონალური მუზეუმების ჩამოყალიბებაში: აჭარაში ბობოყვათის მუზეუმი, სამეგრელოში სოფელი ლიას მუზეუმი.ნინო თაბუაშვილი იყო მრავალი არქეოლოგიური ექსპედიციის (ძალისის, ვანის, ბოდბის და სხვა) მხატვარი და მონაწილე.
ნინო თაბუშვილი გარდაიცვალა 2018 წლის 19 დეკემბერს. მისი ნამუშევრების ნაწილი ინახება ოჯახებში, ხოლო გარკვეული ნაწილი დაცულია მუზეუმებში, კულტურის სამინისტროსა და სამხატვრო ფონდის საცავებში.
გთხოვთ მობრძანდეთ!