27 ივლისს,, თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში, გაიხსნა ახალგაზრდა მოქანდაკე მხატვრის გიორგი კიკაძის ნამუშევრების გამოფენა.
გიორგი არის მხატვართა კავშირის და იმერეთის მხატვართა კავშირის წევრი. პროფესიით გახლავთ მოქანდაკე მხატვარი . იგი 2009 წელს 15 წლის ასაკში ჩაირიცხა მერაბ ბერძენიშვილის სამხატვრო სტუდიაში (პედაგოგები, მერაბ ბერძენიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე. ) მას თბილისში ჰქონდა 2 პერსონალური გამოფენა ,ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ჯგუფურ გამოფენებში.
გამოფენა გაგრძელდება 6 აგვისტოს ჩათვლით.