19 ნოემბერს, თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნა ხელოვანი ოჯახის მაია ტუსიშვილისა და ოთარ,ბაჩანა,დავით ბოჭორიშვილის ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა. მაია ტუსიშვილი სპეციალობით გახლავთ ისტორიკოს-ფილოლოგი.ამჟამად მუშაობს ისტორიის პედაგოგად თელავის N1 საჯარო სკოლაში.სხვადასხვა წლებში მოწყობილი აქვს რამოდენიმე პერსონალური გამოფენა. ოთარ ბოჭორიშვილი სპეციალობით არის სამრეწველო დიზაინერი.დამთავრებული აქვს თბილისის სამხატვრო აკადემია.ამჟამად არის კომპანია ,,დაჯე"- ს უფროსი დიზაინერი. ბაჩანა ბოჭორიშვილი სპეციალობიტგახლავთ სამოქალაქო არქიტექტორი,ილუსტრატორი. დამთავრებული აქვს თბილისის სამხატვრო აკადემია. დავით ბოჭორიშვილი სქეციალობით არის არქიტექტორი.დამთავრებული აქვს თბილისის სამხატვრო აკადემია.ამჟამად არის კომპანია ,,დაჯე" - ს დამფუძნებელი და დირექტორი.
აღნიშნული გამოფენა გაგრძელდება მიმდინარე წლის 7 დეკემბრამდე.