2022 წლის 7 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ,თელავის ისტორიული მუზეუმი მასპინძლობდა ,,არტ-მეგობრების“ ჯგუფის გამოფენას სახელწოდებით - ,,დაფერილი ფიქრები“ . გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 40 მხატვრის ნამუშევრი ,რომელიც ორ ეტაპად გამოიფინა მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში.
,,არტ-მეგობრები“ - ს ჯგუფი შეიქმნა 2021 წელს პანდემიის დროს. ჯგუფის შექმნის იდეა ეკუთვნის მხატვარ სოფიო ქიზიყურაშვილს . თავიდან მხატვრები სოცილაური ქსელით უზიარებდნენ ერთმანეთს თავის ნამუშევრებს,ხოლო 2021 წლის ოქტომბერში მოეწყო მათი პირველი ერთობლივი გამოფენა გალერეა -9 ში. შემდგომ უკვე ,სახვითი ხელოვნების მუზეუმში, საჯარო ბიბლიოთეკაში, აბრეშუმის გალერეასა და ბათუმის ხელოვნების მუზეუმში .