28 იანვარს, თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ,გაიხსნა კერამიკოს ნინო სიდამონიძის პირველი პერსონალური გამოფენა - ,,მე თიხას სული ჩავბერე და გავაცოცხლე,,
ნინო გახლავთ თელაველი ქალბატონი.მუშაობს თელავის N1 საჯარო სკოლაში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგად. დაკავებული სამუშაო გრაფიკის მიუხედავდა ,ცდილობს დრო გამონახოს ხელოვნებისთვისაც.
,,ყველა ნივთს დიდი სიყვარულით ვქმნი.გულით მინდა რომ ჩემმა ნივთებმა მომხმარებლის გულები მოიგოს .თვითომ მოვიპოვებ თიხას,ვამუშავებ და ვამზადებ ქართული თიხისაგან სამკაულებს. თიხისგან ვქმნი ნივთებს სადაც ჩემი შინაგანი ბუნებაა გადმოცემული.მან სულიერი სამყაროს გასაღები მაპოვნინა" - ამბობს ხელოვანი.