18 თებერვალს, თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში ,გაიხსნა მხატვართა კავშირის წევრის ქეთევან კავილაძის პერსონალური გამოფენა.
ქეთევანი პროფესიით გახლავთ ეკონომისტ-მათემატიკოსი. ხატვა მოგვიანებით დაიწყო. მისი ნამუშევრები შესრულებულია ზეთით,აკრილით... ძალიან უყვარს აკვარელით ხატვა და ფერწერული ვიტრაჟი.
2018 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.ჰქონდა რამოდენიმე პერსონალური გამოფენა.მისი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო 2017 წელს გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზე არსებულს საგამოფენო სივრცეში,შემდეგ უკვე ,,აბრეშუმის გალერეასა" და გალერეა ,,ოპიზაში" . მონაწილეობას ღებულობს მხატვართა კავშირის ეგიდით გამართულ ჯგუფურ გამოფენებში, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ქართველ მხატვართა გამოფენებში ,რომელიც მოეწყო იტალიასა და საბერძნეთში ... მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში : საქართველოში,ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში.
გამოფენა-გაყიდვა გაგრძელდება 2023 წლის 1 მარტამდე.