4 აპრილს ,თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნა თვითნასწავლი მხატვრის - თამარ ალადაშვილის პერსონალური გამოფენა - გაყიდვა სახელწოდებით ,,სულის ფერები".
,, ჩემიი ნამუშევრები ... განწყობით და მისი ცვალებადობით შექმნილი ხელოვნებააა ... არ ვაკოპირებ ... ვხატავ იმას რასაც ვგრძნობ " - ამბობს მხატვარი.
ხელოვანმა, გამოფენის გახსნის შემდეგ , შეასრულა რამოდენიმე სიმღერა თავის შემოქმედენიდან...
თამარ ალადაშვილს საზოგადოება იცნობს როგორც მომღერალს, კომპოზიტორს და ავტორ შემსრულებელს.
იგი დაიბადა თბილისში (1990.07.07 ) ბავშვობიდან ხელოვნებასთან სიახლოვემ განაპირობა რომ დღეს მთლიანად ემსახურება მას. იყო ანსამბლ თსუ გორდელას ერთ -ერთი სოლისტი ... უკვე 11 წელია რაც დაარსა ანსამბლი ,,თორდა“ და აქტიურად ხელმძღვანელობს .... არის უამრავი საერთაშორისო ფესტივალის ლაურიატი. ასევე გახლავთ საერთაშორისო საავტორო ასოციაციიის წევრი "ავტორ -შემსრულებელი " პირველი სოლო საავტორო კონცერტი 2012 წლის 20 მაისს ჩაატარა .... დღეს 50 მდე საავტორო სიმღერა აქვს .... (მეგა 2016 საუკეთესო ავტორ -შემსრულებელი ) ( ლიდერ ქალთა საზოგადოება - საუკეთესო ავტორ -შემსრულებელი 2022 ) და.ა. შ (ჩამონათვალი ვრცელია )
თამარს , მონაწილეობა აქვს მიღებული ჯგუფურ გამოფენებში : " ხელოვან ქალთა გამოფენა“ -"week of art ". ონლაინ გამოფენა - first wish art gallery . ,,ინდო -ქართული“ გამოფენა ,რომელიც ასევე საქართველოში ჩატარდა; მხატვართა ლიგის საშემოდგომო ჯგუფური გამოფენა; "არტ მეგობრების" გამოფენა-თელავის ისტორიულ მუზეუმში .... მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია და იყიდება საერთაშორისო პლატფორმებზე - "Saatchi art gallery" - "bussines gallery new york " "International art monmarte paris french "
გამოფენა გაგრძელდება ორი კვირა!