25 აპრილს, თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა მეცენატი ქლბატონის - ქეთევან იაშვილის დაბადებიდან 140 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ქეთევან იაშვილის კოლექციიდან ფერწერული ტილოები და ანტიკვარული ნივთები, რომელიც დაცულია მუზეუმის ხელოვნების ფონდსაცავში.
გამოფენის გახსნას დაესწრო საქართველოს კულტურის ,სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, სამხარეო ადმინისტრაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ქეთევან იაშვილის შთამომავლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
გამოფენა გაგრძელდება ერთი თვე.