17 მაისს, 14:00 საათზე, თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა , მხატვარ დიმიტრი ანთაძის პერსონალურ გამოფენა - გაყიდვა.
მხატვარი გახლავთ თბილისის სამხატვრო აკადემიის მონუმენტური ხელოვნების დოცენტი. იგი 1978-82 წლებში სწავლობდა თბილისის ნიკო ნიკოლაძის სამხატვრო სკოლაში, შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიში მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე .
მიღებული აქვს უმაღლესი ჯილდო და დიპლომი პედაგგიურ მაღვაწეობაში ხატვის სფეროში... ასევე უმაღლესი ჯილდო - სკეჩი საბავშო თეატრისათვის ,,ზღაპარი“ ... მოწყობილი აქვს პერსონალური გამოფენები როგორც საქართველოში , ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ : თურქეთი, იაპონია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ავსტრია... ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებში :იაპონია,ბელგია, მოსკოვი, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრია ...
გამოფენა გაგრძელდება 6 ივნისამდე
მხატვარს მონაწილეობა აქვს მიღებული ბეთანიის ტაძრის ფრესკების აღდგენაში. გადაღებულია მასზე რამოდენიმე დოკუმენტური ფილმი : ,,დიმიტრი ანთაძე“ , ,,კაცი საქართველოდან“ და სხვა...