,,ხატვა ჩემთვის მხოლოდ ხელოვნება არ არის,ის სულის ნაწილია,სადაც შემიძლია დროსა და სივრცეში დავიკარგო" - ამბობს თელაველი ახალგაზრდა მხატვარი ზურა ტოტიკაშვილი, რომლის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენა - გაყიდვას , დღეიდან , 19 ივლისის ჩათვლით, უკვე მეორედ მასპინძლობს თელავის ისტორიული მუზეუმი.
მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა თელავის ისტორიულ მუზეუმში მოეწყო 2020 წელს, სადაც წარმოდგენილი ჰქონდა კალმით შესრულებული ნამუშევრები. სწორედ კალმით შესრულებული ნახატებით გაითქვა სახელი მან ... ნახატებით, რომელსაც ვერ შლი, ვერ შეასწორებ და რომელიც დიდ სიზუსტეს მოითხოვს...
ასევე, მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) დარბაზში, თელავის მუნიციპალიტეტის ზაირა არსენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში და ყვარლის თეატრში ...
თელავის ისტორიული მუზეუმი წარმატებას უსურვებს ახალგაზრდა მხატვარს.